სასწავლო პროექტი


 ,,სინათლე ჩვენს ფანჯრებში’’

პროექტის მთავარი  იდეა _ მზის სხივებით ოთახის  განათების ნორმალური პირობები’’

პროექტის აქტუალობა _ დავადგენთ რა უნდა გავითვალისწინოთ,  რომ ოთახის მზის სხივებით განათება იყოს ნორმალური. მოსწავლეებს დაეხმარება, გაზომვების პრაქტიკულ შესრულებასა, ფართობის გამოთვლასა, პროცენტის პოვნის პრაქტიკულ გამოთვლას.

პროექტის მიზნები _ მოსწავლეები ისწავლიან კვლევას, გაზომვას, გამოთვლას, დაკვირვებას, დასკვნის გაკეთებას, შემდეგ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ ჩვევას.

მონაწილეთა ასაკი _ 13 წელი

ვადები|ხანგძლივობა _  02–02        23–02    სამი კვირა.

მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას _ მოსწავლეები ისწავლიან კვლევას, დაკვირვებას, გაზომვას, გამოთვლებს, დასკვნის გაკეთებას, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების  უნარ ჩვევის გამომუშავება.

პროექტისათვის საჭირო რესურსები _ რულეტი, კალკულატორი, ფანჯრის გასაზომად  ჯოხი, ფურცლები ჩანაწერებისთვის.

პროექტის მსვლელობა _ პირველი აქტივობა – თემის შერჩევა  დაფაზე ვწერ რამდენიმე პროექტს 
„პროპორცია სამზარეულოში“  „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ „სიმეტრია და პარალელური გადატანა  შენს გარშემო“
მეორე აქტივობა–მოსწავლეები ირჩევენ მათვის საინტერესო თემას „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“


მესამე აქტივობა–სპეციალისტების აზრით მზის შუქით ოთახის კარგი განათებისათვის ფანჯრის ფართობი იატაკის ფართობის 20% უნდა უდრიდეს.
1–როგორ უნდა გავარკვიოთ ეს?
2–კიდევ რაიმე ხომ არ მოქმედებს ოთახის განათებაზე?
3–როგორ გამოვიკვლიოთ ეს ჩვენს სკოლაში?
4–თუ პრობლემა გამოიკვეთება ვისთან დასვამთ ამ საკითხს?
5–როგორ გამოიყენებთ მას პრაქტიკულად ცხოვრებაში?
მეოთხე აქტივობა–კლასის ჯგუფებად დაყოფა შერჩევის მეთოდით და სართულების განაწილება.
მეხუთე აქტივობა– პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფების წევრთა შორის ფუნქციების განაწილება. გაზომვების შესრულება, გამოთვლების ჩატარება. (პირველ კვირას)
მეექვსე აქტივობა–შედეგების შეფასება, მითითებების მიცემა  შემდეგი მუშაობის გაგრძელებისთვის. (მეორე კვირას)


შეფასების სქემა
დაბალი
1–2–3
საშუალო
5–6
კარგი
7–8
საუკეთესო
9–10
1
ჩანს პრობლემის ანალიზი




2
მიზანი მიმართულია
პრობლემის მოსაგვარებლად




3
თითეული ამოცანა კონკრეტული ნაბიჯი მიზნის მისაღწევად.




4
განხორციელების გზებში ჩანს, რას როგორ გააკეთებს.




5
სამუშაო გეგმაში ყველა ქმედება დროშია გაწერილი.




6
რესურსების ჩამოთვლა შეესაბამება საქმიანობას.




7
 შეფასთება ჯგუფში მუშაობა თვისობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლებით.




8
შეფასთება პროექტის აქტუალობა, პრეზენტაცია, მონაცემთა გამოანგარიშების, დასკვნის გამოტანის უნარ ჩვევები.






მეშვიდე აქტივობა–შედეგების პრეზენტაცია. აზრთა შეჯერება, დასკვნის გამოტანა, ადგენენ სართულების მიხედვით სად არის ნორმალური განათება, მსჯელობენ სხვა ფაქტორი ხომ არ მოქმედებს, განათებაზე. თუ დადგინდა, რომ რომელიმე ოთახში არ არის ნორმალური განათება იწვევენ დირექტორის მოადგილეს და თხოვენ პრობლემის მოგვარებას. მსჯელობენ  როგორ გამოიყენონ ეს საკითხინ  ყოფა ცხოვრებაში. (მესამე კვირა).

საგნებთან|საგნობრივ  ჯგუფებთან|ეროვნულ სასწავლო გეგმემასთან კავშირი _ 
პროექტი პასუხობს შემდეგ სტანდარტებს.
მ. VII 2 სხვადასხვა ხერხით ასრულებს მოქმედებებს რაციონალურ რიცხვებზე  ამოცანებს პროცენტებზე.
მ.VII 9ამოიცნობს გეომეტრიულ ფიგურებს, ადარებს მათ სახეობებს და ახდენს კლასიფიკაციას.
მ.VII 14მოიპოვებს დასმულ ამოცანის ამოსახსნელად საჭირო  თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს.
მ.VII 16 აკეთებს თვისობრივ და რაოდენობივ მონაცემთა ინტერპრეტაციას და ანალიზს ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით.

პროექტის ხელმძღვანელი _ ეთერი მენაბდე.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა _ eterimenabde@gmail.com

No comments:

Post a Comment